ფოტოგრაფიის კონკურსი GIPA Media Lab-ის პროგრამის ფარგლებში

ფოტოგრაფიის კონკურსი GIPA Media Lab-ის პროგრამის ფარგლებში

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან

8 აპრილს GIPA Media Lab პროგრამის ფარგლებში ფოტოგრაფიის კურსის მოდულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

GIPA Media Lab რამდენიმე წელია ატარებს ტრენინგებს ჟურნალისტიკისა და დოკუმენტური კინოს მიმართულებით ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ამ პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდებში მულტიმედიური უნარების განვითარება.

პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ რეგიონის ახალგაზრდა თაობას მიეცეს საშუალება შეიძინოს თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელი ცოდნა და უნარები წარმატებული კარიერისა და ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ფოტოგრაფიის მოდული 2 თვე გაგრძელდა. მონაწილეებმა ამ დროის განმავლობაში ისწავლეს ისტორიის გადმოცემა მხოლოდ ფოტოების მეშვეობით. პროფესიონალ ფოტოგრაფთან, მაკა გოგალაძესთან ერთად, ისწავლეს კამერასთან, სინათლესთან მუშაობა და ა.შ. ამის შემდეგ გაიმართა კონკურსი.

წარმოდგენილი იყო 21 პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან. მონაწილეებმა გადაიღეს ფოტოების სერია, რომლებიც ასახავენ სხვადასხვა თემებს: პრობლემებს, ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ცხოვრებასა და ტრადიციებს. წელს მონაწილეებმა აირჩიეს ისეთი თემები, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, წყლის პრობლემა, მიტოვებული სოფლები და ა.შ.

ღონისძიების დასასრულს რამდენიმე მონაწილე დაჯილდოვდა საუკეთესო ფოტომასალასა და საუკეთესო არჩეულ თემაზე. პირველი ადგილი ნინოწმინდელმა არტიომ ქოსიანმა დაიკავა პროექტით მიტოვებულ სოფელ ასპარას შესახებ. კონკურსში მეორე ადგილი სოფელ ფოკადან ლილით კარაპეტიანმა დაიკავა, რომლის ფოტოსერიაც დედის ადრეულ გათხოვებას ეხებოდა. მესამე ადგილი დაიკავეს სერგეი კურგინიანმა და გენადი ლევინმა წყლის პრობლემის შესახებ ფოტოისტორიით. იყვნენ მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ ტრენერების ასისტენტ-მთარგმნელ რიმა მარანგოზიანს. მისი თქმით, მონაწილეებმა უკვე იციან როგორ მიაწოდონ ამბავი, ინფორმაცია მაყურებელს. “დიახ, ისინი ჯერ არ არიან პროფესიონალები, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ჩვენი ყოფილი წევრებიდან ბევრი გახდა ამ სფეროში პროფესიონალი და ახლა სწავლობს ან მუშაობს მედია მიმართულებით,” – ამბობს რიმა.

Radio NOR · Конкурс фотографии в рамках программы GIPA Media Lab