სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევების რაოდენობა ნინოწმინდაში იზრდება

სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევების რაოდენობა ნინოწმინდაში იზრდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სასუნთქი გზების დაავადებების რაოდენობა იზრდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ახლა ადამიანები ძირითადად ყელის ტკივილს, თავის ტკივილს უჩივიან, რის შემდეგაც ყურების ტკივილი იწყება.

რადიო NOR-მა გადაწყვიტა გაერკვია, რა ვითარებაა ახლა ნინოწმინდის საავადმყოფოში და მის მენეჯერს, წოვინარ მანველიანს ესაუბრა. მისი თქმით, ფლტვების ანთებით დაავადებული ხუთი პაციენტი ახლა სტაციონარში მკურნალობს. სტაციონარული მკურნალობა უფასო არ არის, მაგრამ მომსახურებაში შედის კვება.

ზოგიერთი ადამიანი მკურნალობს სახლში, მაგრამ აქვს ისეთი გართულებები, როგორიცაა ყურის ტკივილი. მენეჯერი ამბობს, რომ მხოლოდ ყელის ტკივილს სტაციონარში არ მკურნალობენ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის საჭირო. თუმცა, თუ ტკივილი არ ჩერდება ან ჩნდება სხვა სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების მიღება ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების რეგულარულად დაბანა, ნიღბების ტარება და დახურულ სივრცეში ხალხმრავლობის თავიდან აცილება.

რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ფილტვების ანთება, შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს პროფესიონალურ სამედიცინო დახმარებას.