ნინოწმინდის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა

ნინოწმინდის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა

დღეს, 24 აპრილს, ნინოწმინდის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ნინოწმინდის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, სამველ არზუმანიანმა დეპუტატებს ცვლილებების დოკუმენტი წარუდგინა, რის თანახმადაც:

  • დოკუმენტაციის არქივაციისთვის 1 800 ლარია გამოყოფილი;
  • ნინოწმინდაში, ხოჯაბეკის ნაწილში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობისთვის – 20 000 ლარი;
  • ჟდანოვში, ეფრემოვკაში, კათნატუსა და ოროჯალარში საბავშვო მოედნების რემონტზე 20 000 ლარი დაიხარჯება.
  • ქალაქ ნინოწმინდაში მაღალი სადროშე ბოძი და დროშა დამონტაჟდება, რისთვისაც 23 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი ამისათვის უკვე გამოცხადებულია.
  • სოფელ განძაში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 18 000 ლარი იქნება გამოყოფილი.
  • 15 000 ლარი კი სამცხე-ჯავახეთში ტურისტული მარშრუტის განსაზღვრისთვის ორგანიზაციის დასაფინანსებლად.

იხილეთ ასევე:

მერიამ საქალაქო სამსახურისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა
მართვის მოწმობის აღების პროცესი რთულდება – ნინოწმინდელების აზრი