რამდენი მოსწავლე დაამთავრებს წელს სკოლას ნინოწმინდაში?
მთავარი ფოტო, რადიო NOR-ის არქივიდან
2023 წლის მაისის ბოლოს საქართველოში მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი და სასკოლო ცხოვრება დასრულდება. ეს თითოეული კურსდამთავრებულისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ისინი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადადიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეთორმეტეკლასელების საერთო რაოდენობა 285-მდე აღწევს. თითოეული მათგანი ახლა საშუალო განათლების დასრულების დამადასტურებელი საბუთის – ატესტატის მიღებას ელოდება.
მეთორმეტეკლასელების რაოდენობა სკოლების მიხედვით:
ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლაში – 33;
ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში – 17;
ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლაში – 10;
ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლაში – 6;
სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში – 10;
პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში – 4;
გორელოვკის #1 საჯარო სკოლაში – 6;
გორელოვკის #2 საჯარო სკოლაში – 12;
გორელოვკის #3 საჯარო სკოლაში – 7;
ჟდანოვის საჯარო სკოლაში – 3;
სპასოვკის #1 საჯარო სკოლაში – 4;
სამების საჯარო სკოლაში – 1;
სოფელ განძის #1 საჯარო სკოლაში – 11;
განძის #2 საჯარო სკოლაში – 24;
ფოკის საჯარო სკოლაში – 27;
სათხეს საჯარო სკოლაში – 21;
დიდი არაქალის საჯარო სკოლაში – 6;
ოროჯალარის საჯარო სკოლაში – 7;
ეშტიის #1 საჯარო სკოლაში – 8;
ეშტიის #2 საჯარო სკოლაში – 13;
თორიის საჯარო სკოლაში – 5;
უჩმანის საჯარო სკოლაში – 2;
დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში – 12;
დილითის სკოლაში – 12;
პატარა გონდრიოს სკოლაში – 6;
სოფელ მამწვარის საჯარო სკოლაში – 4;
ყულალისის საჯარო სკოლაში – 5;
ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში – 6; ორლოვკის საჯარო სკოლაში – 1;
ხოლო ტამბოვკის საჯარო სკოლაში – 2 მეთორმეტეკლასელია.
სოფელ კათნატუს, ეფრემოვკის, სპასოვკის #2, საღამოს, როდიონოვკის, ვლადიმიროვკის, ყაურმისა და პატარა არაქალის სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არ არიან. ეს სკოლები 1-9 კლასების შემადგენლობით ფუნქციონირებენ.