რამდენი მოსწავლე დაამთავრებს წელს სკოლას ნინოწმინდაში?

რამდენი მოსწავლე დაამთავრებს წელს სკოლას ნინოწმინდაში?

მთავარი ფოტო, რადიო NOR-ის არქივიდან

2023 წლის მაისის ბოლოს საქართველოში მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი და სასკოლო ცხოვრება დასრულდება. ეს თითოეული კურსდამთავრებულისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ისინი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადადიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეთორმეტეკლასელების საერთო რაოდენობა 285-მდე აღწევს. თითოეული მათგანი ახლა საშუალო განათლების დასრულების დამადასტურებელი საბუთის – ატესტატის მიღებას ელოდება.

მეთორმეტეკლასელების რაოდენობა სკოლების მიხედვით:

  • ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლაში – 33;
  • ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში – 17;
  • ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლაში – 10;
  • ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლაში – 6;
  • სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში – 10;
  • პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში – 4;
  • გორელოვკის #1 საჯარო სკოლაში – 6;
  • გორელოვკის #2 საჯარო სკოლაში – 12;
  • გორელოვკის #3 საჯარო სკოლაში – 7;
  • ჟდანოვის საჯარო სკოლაში – 3;
  • სპასოვკის #1 საჯარო სკოლაში – 4;
  • სამების საჯარო სკოლაში – 1;
  • სოფელ განძის #1 საჯარო სკოლაში – 11;
  • განძის #2 საჯარო სკოლაში – 24;
  • ფოკის საჯარო სკოლაში – 27;
  • სათხეს საჯარო სკოლაში – 21;
  • დიდი არაქალის საჯარო სკოლაში – 6;
  • ოროჯალარის საჯარო სკოლაში – 7;
  • ეშტიის #1 საჯარო სკოლაში – 8;
  • ეშტიის #2 საჯარო სკოლაში – 13;
  • თორიის საჯარო სკოლაში – 5;
  • უჩმანის საჯარო სკოლაში – 2;
  • დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში – 12;
  • დილითის სკოლაში – 12;
  • პატარა გონდრიოს სკოლაში – 6;
  • სოფელ მამწვარის საჯარო სკოლაში – 4;
  • ყულალისის საჯარო სკოლაში – 5;
  • ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში – 6; ორლოვკის საჯარო სკოლაში – 1;
  • ხოლო ტამბოვკის საჯარო სკოლაში – 2 მეთორმეტეკლასელია.

სოფელ კათნატუს, ეფრემოვკის, სპასოვკის #2, საღამოს, როდიონოვკის, ვლადიმიროვკის, ყაურმისა და პატარა არაქალის სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არ არიან. ეს სკოლები 1-9 კლასების შემადგენლობით ფუნქციონირებენ.

იხილეთ ასევე: