ხარისხი და ფული – როგორ დაიხარჯა მილიონები გზების მოასფალტებისთვის?

ხარისხი და ფული – როგორ დაიხარჯა მილიონები გზების მოასფალტებისთვის?

იმისათვის, რომ ასფალტი არ დაზიანდეს, საჭიროა მისი სათანადოდ დაგება. რადიოს რედაქცია მრავალჯერ წერდა გზებისა და ტროტუარების მდგომარეობაზე, როგორც ქალაქში, ასევე ნინოწმინდის სასოფლო თემებში.

რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა ონლაინ გამოკითხვა დაიწყეს. გარდა ამისა ჩაატარეს გამოკითხვა ქალაქის მოსახლეობასთან, რათა გაეგოთ მათი აზრი გზების მდგომარეობისა და 2021-2022 წლებში დახარჯული თანხების, ასფალტის საფარის ხარისხთან შესაბამისობის შესახებ.

რას ფიქრობს მოსახლეობა?

საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმაზე, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა გზების მოასფალტებაზე 2 წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციების მიუხედავად, მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით აღტაცებული არ იყო.

რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი ამბობს თავისას — მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი უკმაყოფილება გამოხატა. რა ხარისხზე დაიხარჯა ნინოწმინდის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა? კითხვა ღია რჩება, ხოლო მოქალაქეები იმედგაცრუებულნი.

პარალელურმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ინტერნეტსა და ქალაქის ქუჩებში გვაჩვენა, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება დახარჯული თანხა გზების ხარისხს, მერის მოადგილე არმენ ბდოიანმა თქვა: — “ასფალტი ყველა ნორმას შეესაბამება, რადგან დგინდება გეგმა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია სათანადო თანხა. შეუძლებელია, რომ თანხა იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მოასფალტებას ესაჭიროება. შესაბამისად, გადაირიცხება იმდენი თანხა, რამდენიც ასფალტი დაგებას სჭირდება”.

როგორც მანვე ახსნა, არსებობს სპეციალური კომისია, ექსპერტი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კომისია, რომლებიც ამოწმებენ შესრულებულ სამუშაოებს, ასფალტის ხარისხისა და სისქის გათვალისწინებით და მხოლოდ მაშინ გასცემს საექსპლუატაციოდ. — “ხშირია სიტუაციებიც, როდესაც კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, თავისი მხრიდან აგებს მეტ ასფალტს იმ ადგილებზეც, სადაც ეს არ არის გეგმით გათვალისწინებული”, – დაამატა ბდოიანმა.

ექსპერტი დავით კუკავა იმის შესახებ, თუ როგორ არის საჭირო ორმოების მოასფალტება

რადიო NOR-ი დაუკავშირდა დავით კუკავას, ექსპერტს, მშენებელსა და ინჟინერს.

“გზის სავალი ნაწილისთვის ასფალტის ფენის სისქე დამოკიდებულია გზის დანიშნულებასა და დატვირთვაზე, კლიმატურ პირობებსა და სხვა ფაქტორებზე. ზედაპირი, რომელზედაც ასფალტი დაიგება, უნდა იყოს გლუვი, სუფთა და მშრალი. ორმოები და უსწორმასწორო ზედაპირი უნდა გასწორდეს, შემდეგ კი ახალად მოასფალტდეს. დაუშვებელია ასფალტის სამუშაოების ჩატარება ცარიელ გზაზე, დაგების და სხვა შესაბამისი სამუშაოების გარეშე.

წინამოასფალტების სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. გზების ნაადრევად დაზიანებისა და ორმოების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი ასფალტის უხარისხობაა, ასევე გაწეული სამუშაოები. თუ ამდენი ფული იხარჯება, მაშინ ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი და შესაბამისი. ასფალტის სამუშაოები ცივ ამინდში არ უნდა ჩატარდეს, ამინდი უნდა იყოს შესაფერისი. დაბალ ტემპერატურაზე ასფალტი მტვრევადი ხდება და ადვილად იბზარება. ასფალტის ვადა უნდა იყოს მინიმუმ 5 წელი.

ყველა გზა, რომელიც მოასფალტებულია, გათვლილია როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მანქანებისთვის“, – ამბობს საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხის ექსპერტი.

ამ რეკომენდაციების დაცვა ხელს შეუწყობს ასფალტის პრობლემების თავიდან აცილებას.

დაწვრილებით რადიო კომენტარში.

Radio NOR · Качество и деньги — как были потрачены миллионы на мощение дорог?

ნინოწმინდა ამ პრობლემის ახსნასა და გადაწყვეტის მოლოდინშია.

გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივ-რეპრეზენტატიული პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ დასმული იყო სტრუქტურირებული კითხვები, სადაც რესპონდენტებს შეეძლოთ პასუხების არჩევა. იყო პასუხის ოთხი ვარიანტი:

Инфографика – мнение жителей Ниноцминда by Radio NOR on Scribd

ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა მოკლე დროში შეაგროვოთ დიდი რაოდენობით მონაცემები და მიიღოთ რიცხვითი შედეგები, რომლებიც შეიძლება სტატისტიკურად დამუშავდეს.