ნინოწმინდელი და ახალქალაქელი სპორტსმენები ლატვიიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ნინოწმინდელი და ახალქალაქელი სპორტსმენები ლატვიიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

8 ნინოწმინდელი და ახალქალაქელი მოკრივე მწვრთნელთან, სერგეი ტონაკანიანთან, ერთად რამდენიმე დღის წინ ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმყოფებოდა. ისინი კიკ-ბოქსინგის ევროპის ღია ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.

მწვრთნელი, სერგეი ტონაკანიანი რადიო NOR-თან საუბრისას ჰყვება: — „ლატვიაში სულ 42 მონაწილესთან ერთად წავედით (საქართველოს მთლიანი ნაკრები იყო). აქედან 8 ჩვენი სპორტსმენები იყვნენ. ჩემპიონატი 4 დღეს გაგრძელდა, სადაც სარქის ტონაკანიანმა და ალბერტ პალოიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მე-2 ადგილზე ვიქტორ ირიციანი, რაზმიკ კამალიანი, არშალუის ბორბორიანი და რობერტ აფოიანი, მესამეზე კი არტიუშ კირაკოსიანი გავიდნენ. ბიჭები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით“.

ტონაკანიანმა ასევე ისაუბრა ლატვიაში გამგზავრების ხარჯებისა და დაფინანსების შესახებ.

დეტალები აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · Նինոծմինդայի եւ Ախալքալաքի մարզիկները Լատվիայից վերադարձել են մեդալներով