“საფარმა” ნინოწმინდელებს იურისტი და აპლიკაცია Safe You გააცნო

“საფარმა” ნინოწმინდელებს იურისტი და აპლიკაცია Safe You გააცნო

17 მაისს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე ორგანიზაცია “საფარი”-ს წარმომადგენლებმა პროექტ WISE-ის ფარგლებში წარადგინეს აპლიკაცია Safe You და იურისტი დიმიტრი ჩხიტუნიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუშაობს ქალების და ბავშვების უფლებების დასაცავად.

“საფარი” ცალკე შეხვდა მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს.

“საფარი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკვე 22 წელია, რაც მუშაობს ქალთა და ბავშვების უფლებების დასაცავად. ძალადობის მსხვერპლ ჯგუფებს ორგანიზაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას უწევს. გარდა ამისა წარმოადგენენ მათ ინტერესებს სასამართლოებში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში. მაგალითისთვის, ნინოწმინდის პანსიონატის საქმე სტრასბურგის სასამართლოს გადასცეს.

გუშინდელ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს აპლიკაცია Safe You-ს შესახებ, რომლის საშუალებითაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკუთარ უსაფრთხოებასა და ინფორმირებულობაზე ზრუნვის. შეხვედრის დამსწრეებმა შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება აპლიკაციით სარგებლობა, სანდო კონტაქტების დამატება, რა ფუნქცია აქვს SOS ღილაკს. ყველა მონაწილეს დაურიგდა საინფორმაციო ბროშურები და აპლიკაციის ორენოვანი სტიკერები. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.

QR კოდით შესაძლებელია აპლიკაციის გადმოწერა

გარდა ამისა შეხვედრის მონაწილეებმა გაიცნეს “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ჩაატარებს ახალციხეში ან ონლაინ.

დეტალურად აპლიკაციისა და ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთში საქმიანობის შესახებ აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · რა არის საფარი? საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში