გამოფენა და სადღესასაწაულო ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში

გამოფენა და სადღესასაწაულო ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში

ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში პირველი ივნისის, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ღონისძიება და გამოფენა გაიმართა.

ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება, სადაც ყველა თანატოლს მიულოცეს დღესასწაული. ისინი სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

დღეს ნინოწმინდაში იმყოფებოდნენ ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შულავერის ახალგაზრდებიც. მათ საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გამოფინეს, რომლების გაკეთებასაც ისინი იქ არსებულ ცენტრში – “ჰობი სტუდიოში” სწავლობენ. ორგანიზაცია SEREC-ის ნინოწმინდის განყოფილების აღასი ზალალიანის ინიციატივით, სტუდიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელ, მარინა წიქარიშვილთან ერთად ნინოწმინდას ესტუმრნენ.

ისინი ფარავნის ტბაზე შეჩერდნენ, სადაც აღნიშნეს ნინოობის დღესასწაული, შემდეგ კი ნინოწმინდაში ჩამოვიდნენ საკუთარი ნამუშევრების გამოსაფენად, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და კულტურის გასაცნობად.

აზა გოგორიანმა შულავერელ სტუმრებს მასტერკლასს უტარებს
სკოლის მოსწავლეების გამოსვლის შემდეგ ყველა ერთად გაემართა გამოფენაზე.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებიც.

უფრო დეტალურად ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · გამოფენა და სადღესასაწაულო ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში