ნინოწმინდის მერიასთან არსებულ ქალთა ოთახში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ ბავშვებთან.
შეხვედრა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ გაიმართა, რომელზეც 9 წლამდე მარჩენალდაკარგული ბავშვები და მათი მეურვეები ესრწებოდნენ. — “ჩვენ ბავშვების შესახებ არა მხოლოდ 1-ლ ივნისს, არამედ ყოველთვის გვახსოვს. მცირეწლოვნები იმიტომ ავირჩიეთ, რომ გავამხიარულოთ ისინი. ზოგი მათგანი საბავშვო ბაღშიც კი არ დადის”, — გვეუბნება ლევონ ვარდანიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღისადმი საკუთარი მილოცვა და მხარდაჭერა ქალაქის მერმა, ანივარდ მოსოიანმაც განუცხადა დამსწრეებს.
“ყოველ ადამიანს ბავშვებთან და მომავალ თაობასთან დაკავშირებული საკუთარი მიზანი აქვს ცხოვრებაში. სადაც არ არის ბავშვი, იქ არ არის სიცოცხლეც! ცხოვრება გრძელდება, და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენ არსებობთ. ჩვენ, უფროსი თაობა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ბავშვობა მშვიდობიანი და უდარდელი იყოს”, – აღნიშნა თავის სიტყვაში მერმა.
შეხვედრის ბოლოს ყველა ბავშვს საჩუქარი დაურიგდა.
სახელმწიფოს მხრიდან 18 წლამდე მარჩენალდაკარგულ ბავშვებს 120 ლარის ოდენობის პენსია აქვთ. გარდა ამისა, მერიის სოციალური პაკეტის მეორე პუნქტის მიხედვით: მარჩენალდაკარგული არასრულწლოვნები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (თითო ბავშვზე 150 ლარი). დახმარებას იღებს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს. ამისათვის საჭიროა შემდეგი საბუთების წარდგენა: