ხოჯაბეკის მინი-სტადიონის დაზიანებული ხელოვნური საფარი აღადგინეს

ხოჯაბეკის მინი-სტადიონის დაზიანებული ხელოვნური საფარი აღადგინეს

რადიო NOR-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ ნინოწმინდის ხოჯაბეკის ნაწილში მდებარე მინი-სტადიონის ხელოვნური გაზონი დაზიანებული იყო.

ჩვენს წინა სტატიაში ნინოწმინდის მერის მოადგილემ – არმენ ბდოიანმა აღნიშნა, რომ კონტრაქტი აქვთ დადებული კომპანიასთან, რომელიც ადრე ახორციელებდა სარესტავრაციო სამუშაოებს და როცა დათბება, ამ საკითხს კომპანია მოაგვარებს, რადგან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ გასულა.

აღნიშნული საკითხის შესაბამისად, ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სტადიონის ხელოვნური საფარი აღდგენილია.

რაც შეეხება სკამების წინ მდებარე პატარა ღობეს, რომელიც ადგილ-ადგილ დაზიანებული იყო, იგივე მდგომარეობაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ქალაქ ნინოწმინდის ხოჯაბეკში მდებარე მინი-სტადიონზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები ინდმეწარმე რაზმიკ ღუმაშიანის კომპანიამ განახორციელა.


იხილეთ ასევე: