მოსახლეობა რძის სამართლიან ფასებს ითხოვს

მოსახლეობა რძის სამართლიან ფასებს ითხოვს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობა ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. თუმცა ბოლო მოვლენები მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე, რომლებსაც მოსახლეობა აწყდება. რძის ფასები მუნიციპალიტეტში მკვეთრად დაეცა, რამაც ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილობრივმა რძის გადამამუშავებელმა ქარხნებმა აპრილიდან დაიწყეს რძეზე ფასების დაწევა. თავდაპირველად პროდუქტი 20 თეთრით გაიაფდა (1.60 ლარი გახდა), ამჟამად კი იგი 1.20 ან 1 ლარად იყიდება.

მეცხოველეები შეძრწუნებულნი არიან რძის მკვეთრად გაიაფების გამო. ისინი ლამის ერთადერთი შემოსავლის წყაროდან სარგებელს აღარ იღებენ.

როგორც ვაჰე არესტაკესიანმა თქვა, დღითიდღე ფასები უფრო ეცემა და ეს ბაზარზე რძის ფხვნილის გამოჩენით არის გამოწვეული. “გვინდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მიაქციონ ამას ყურადღება და შეზღუდონ რძის ფხვნილის დიდი რაოდენობით იმპორტი. ჩვენ აღარ ვიცით რა გავაკეთოთ. მეცხოველეობას სარგებელი აღარ მოაქვს”, – ამბობს ის.

ვაჰე და სხვა მეცხოველეები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ რძეს ფხვნილს ურევენ და ასე ამზადებენ ყველს, რის გამოც ამ პროდუქტის გაყიდვაც უჭირთ.

“რძის გადამამუშავლები იბარებენ რძეს და ამასთან ერთად ყიდულობენ ფხვნილს. ამბობენ, რომ ყველზე მოთხოვნა არ არის, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფხვნილს იყენებენ, და ეს აფუჭებს ყველს”, – ამბობს ქალაქ ნინოწმინდის სხვა მცხოვრები, ჟორა კაზარიანი.

ქალაქის მოსახლეობამ ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარებისთვის მერიას მიმართა. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვითხრა, მერიას მიმართეს რათა მან შუამავლობა გაუწიოს და შესაბამის ორგანოებს მიმართოს, რათა პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას.

მუნიციპალიტეტში 35 220-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია და 28 533-მდე წვრილფეხა რქოსანი. აქედან მსხვილფეხა პირუტყვის 1 250 თავი ნინოწმინდაშია, დანარჩენები სოფლებში, ყველაზე მეტი კი სოფელ გორელოვკაში – 5 000 თავია.

დეტალურად ამის შესახებ მცხოვრებლებმა ისაუბრეს.

Radio NOR · Жители Ниноцминдского муниципалитета требуют справедливых цен на молоко