დეფექტების შესწორება და ქალაქ ნინოწმინდაში პარკების აღდგენა

დეფექტების შესწორება და ქალაქ ნინოწმინდაში პარკების აღდგენა

ნინოწმინდის ცენტრალური პარკის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ პარკები (ცენტრალური და ჰაიოს-ქართლოსის) არ არის ჩაბარებული საექსპლუატაციოდ, ტრანსფორმაცია ნათლად ჩანს. თუმცა გამოვლენილი იყო გარკვეული დეფექტები, ასევე ინვენტარის ნაწილი გამოუსადეგარი იყო.

ძირითად დეფექტებს წარმოადგენდნენ გაზონის დეფორმირებული საფარი, დაზიანებული ატრაქციონი, გამხმარი ხეები.

ცენტრალურ პარკში, კულტურის ცენტრისა და ჰაიოს-ქართლოსის პარკებში გამოცვალეს გამხმარი ბუჩქები და ხეები. შეცვლილია გაფუჭებული ატრაქციონი, გაზონი კი გასწორებულია.

საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გაზონს კრეჭენ, რათა მისი ფორმა შეინარჩუნონ.

ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახლა აქვთ დასასვენებელი ზონა, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფალი დროის გატარება, ბავშვებს კი თამაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” უძღვება. ეს პროგრამა მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდაში ჰაიოს-ქართლოსის, ცენტრალური პარკისა და კულტურის ცენტრის ეზოს რეკონსტრუქცია მოხდებოდა. სამუშაოები 2021 წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

ცენტრალური პარკის კეთლმოწყობა 2023 წელს დასრულდება

ნინოწმინდაში ასევე გრძელდება ქალაქის ქუჩების გამწვანების სამუშაოები. ახალ ყვავილებსა და ბუჩქებს რგავენ მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, პოლიციის შენობასთან და პუშკინის ქუჩის ახალ სკვერში.

მერიამ ამისათვის 5500 ლარი გამოყო.