ბიუჯეტისა და სოციალური პაკეტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე

ბიუჯეტისა და სოციალური პაკეტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე

19 ივნისს ნინოწმინდის საკრებულოში გაიმართა სხდომა, სადაც 4 საკითხი განიხილეს.

პირველი საკითხი ეხებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილის ცვლილებებს.

ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთი 136 232 ლარით შემცირდა. ხარჯების ნაწილი მუნიციპალიტეტების ამბულატორიების გაზიფიცირებისთვის 6 900 ლარით გაიზარდა; 12 512 ლარით ეშტია-თორიას და ეშტია-უჩმანა გზების მოასფალტებისთვის; 3 920 ლარით პეინტბოლის თამაშის ჩასატარებლად და 8 400 ლარით სოფელ ეშტიაში ელექტრონული სატუმბი სადგურის სიმძლავრე 50-დან 80 კილოვატამდე გაზრდისთვის. ასევე დამატებით 20 000 ლარი იყო გამოყოფილი ნინოწმინდის სარიტუალო სახლის სახურავის რემონტისთვის, სოფელ ჟდანოვის საბავშვო ბაღისა და ხორენიის სპორტული დარბაზის. ასევე გაერთიანებული სომხური თამაშების თანხა 19 000 ლარით გაიზარდა.

მეორე საკითხი მერიის სოციალური პაკეტის ერთ-ერთ მუხლში ცვლილებების შეტანას ეხებოდა.

ცვლილებები ეხებოდა სოციალურ პაკეტში არსებული სამედიცინო დახმარების მუხლს. აქამდე ერთჯერად 1500 ლარიანი ფინანსური დახმარების მიღება შეეძლოთ მხოლოდ ონკოავადმყოფებს, რომლებიც ქიმიო- და რადიოთერაპიას გადიოდნენ. ახლა ყველა ამ დახმარებით ყველა ონკოავადმყოფი შეძლებს სარგებლობას.

შეგახსენებთ, რომ სოციალური პაკეტით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული ან აქვთ ბინადრობის უფლება მუნიციპალიტეტში.

მესამე საკითხი ეხებოდა ტელეკომპანია „ფარვანასთვის“ ნინოწმინდის ტერიტორიაზე მდებარე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 124 და 273 კვ.მ ფართობის ორი უძრავი ობიექტის სარგებლობაში უზუფრუქტით უშუალო სარგებლობაში 2 წლით გადაცემას.

მეოთხე საკითხი ეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დამტკიცებას და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის სამსახურიდან დაჯარიმების ქვითრის ფორმას. საუბარი იყო საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, ვინაიდან ახალი ოქმი არსებობს.

Radio NOR · Обсуждение бюджета и социального пакета на заседании Сакребуло

იხილეთ ასევე: