ქალაქ ნინოწმინდაში ხშირად ხდება წყალგამყვანი მილების დაზიანებები, რის შედეგადაც, პრობლემის აღმოსაფხვრელად, წყალმომარაგების თანამშრომლები იძულებულნი არიან მოხსნან ასფალტის საფარი, რაც იწვევს გზებისა და ასფალტის დაზიანებას.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება ჩარენცის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ წყალმომარაგების სამსახურმა სასმელი წყლის გაუმართავი მილის პრობლემა აღმოფხვრა. თუმცა ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ამ ადგილას ხვრელი გაჩნდა. მოსახლეობამ საკანალიზაციო ჭაზე ლითონის ფურცელი დაამონტაჟა, რათა კანალიზაციის წყლის სუნი არ სცემოდა.
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურში გვითხრეს, რომ ასფალტის რეაბილიტაციას თვითონ შეასრულებენ, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
გარდა ამისა, ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე ღრმა ორმოები გაჩნდა, რომლებიც მოძრაობას აფერხებენ. ამ ორმოების და დაგებული გზების შესაკეთებლად მერიიდან თანხებია გამოყოფილი. თუმცა ტენდერი ორჯერ ჩავარდა და მესამედ გამოაცხადეს.