წარმოგიდგენთ 7 ვებ-გვერდს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია მუნიციპალური ხარჯების შესახებ.
procurement.gov.ge – გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსების შესახებ. ასევე ინფორმაციას შავ და თეთრ სიებში მოხვედრილ კომპანიებზე.
tenders.procurement.gov.ge – ამ საიტზე შესაძლებელია ამა თუ იმ დაწესებულებების მიერ დაგეგმილ შესყიდვებზე ინფორმაციის ნახვა. ასევე ზემოთ აღნიშნულ გვერდზე შესვლისას ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სქემები, ხარჯთაღრიცხვა, დეტალები დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე).
tendermonitor.ge – მოცემულ ვებ-გვერდზე შესაძლებელია ყველა იმ ხარჯების მონიტორინგი, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულების მიერ არის გაწეული სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით. ყველა შემსყიდველსა და მიმწოდებელს გააჩნია პროფილი ამ გვერდზე, სადაც შეძლებისდაგვარად არის განთავსებული ყველა სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც კონკრეტულ კომპანიასთანაა კავშირში, ასევე სხვა დეტალები ამ შესყიდვებსა და კომპანიებზე სრულად არის მოცემული.
გარდა ამისა, Tender Monitor ავტომატურად ავლენს ისეთ ტენდერებს, რომლებსაც მომატებული კორუფციის რისკი გააჩნიათ და მათ აღნიშნავს წითელი დროშით. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა კომპანია “X”-ის შესახებ ინფორმაციის პოვნა, საიტზე შესვლისას თავისუფალ გრაფებში არსებული ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ (დასახხელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მესაკუთრე და ა.შ.).
napr.gov.ge – საჯარო რეესტრის ერობნული სააგენტოს ვებ-გვერდი. აქ მომხმარებელს შეუძლია ნახოს განცხადებები და ამონაწერები, სარეგისტრაციო განაცხადები, რეგისტრაციის ვადები, პირები, ორგანიზაციები, უძრავი ქონების მისამართები. აქ ასევე არის ციფრული რუკები, რომლებიც უძრავი ქონების ძიებას ამსუბუქებს.
declaration.gov.ge – გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო მოხელეების მიერ შევსებული დეკლარაციები. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო პირებს ავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ საკუთრების დეკლარაცია, რომელიც შესაბამისად იტვირთება ამ საიტზე. დეკლარაციები შეიძლება მოიძებნოს საჯარო მოხელის სახელის, ბრენდის ან კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებული ნივთის მოძიებით.
eauction.ge – აქ შეგიძლიათ იპოვოთ უძრავი ქონება და სხვა ნივთები, რომლებიც გატანილია აუქციონზე. საიტზე განთავსებულია არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ ტექნიკა, საწარმოო დანადგარები და ა.შ.
companyinfo.ge – საიტი, სადაც არის სრული ინფორმაცია კომპანიებისა და მათი მფლობელების შესახებ და როგორ არის კომპანია სხვა კომპანიასთან ან ადამიანებთან დაკავშირებული.
Куда идут наши деньги? 7 лучших сайтов для мониторинга бюджета Ниноцминдаhttps://t.co/mirb7XU8hZ#ნინოწმინდა #Ниноцминда #Ninotsminda #Նինոծմինդա pic.twitter.com/tUcGiQpkf0
— RadioNOR (@RadioNOR1) May 10, 2022
Բյուջեի բաց քննարկում՝ բնակիչների համար