გამოცხადებული კონკურსის შედეგებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე 4 ახალი საჯარო მოხელე დაინიშნა.
თანამდებობებზე დანიშნეს შემდეგი პირები: აღასი ნანაიანი დაინიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პერსონალის მართვის სამსახურის უფროსად; მერიის საქმის წარმოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე სირანუშ საჰაკიანი; გარნიკ არზუმციანი დაინიშნა მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; არმენუჰი შირინიანი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი გახდა.
აღასი ნანაიანმა დაამთავრა გიუმრის „პროგრესის“ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2012-2013 წლებში მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად მუშაობდა. შემდეგ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა მერიის სოციალური დაცვის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად. 2014-2022 წლებში იურიდიული საკითხების მთავარი სპეციალისი იყო. 2022 წლის 1 ივნისს, კონკურსის შედეგებით დაინიშნა მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. „მე ვიმუშავებ კანონებისა და მერიის წესდების დაცვით“, – აღნიშნავს აღასი.
სირანუშ საჰაკიანი სწავლობდა ქალაქ ტაგანროგის პედაგოგიურ ინსტიტუტში უცხო ენების ფაკულტეტზე. 1996-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ ნინოწმინდის #1 სკოლაში ფრანგულისა და გერმანულის მასწავლებლად, შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციის განყოფილების უფროსად. საბჭოს რეორგანიზაციის შემდეგ იგი გახდა საოფისე სამუშაოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ახლა კი, კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მერიის საოფისე სამსახურის უფროსი გახდა.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველი ეტაპი იყო საბუთების მიღება, სადაც განაცხადი 34-მა მოქალაქემ შეიტანა, მეორე ეტაპი იყო გასაუბრება, სადაც 29 ადამიანი მონაწილეობდა, საიდანაც შეირჩა ოთხი.
ნინოწმინდის ცენტრალური ბიბლიოთეკის გამოწვევები