რატომ არ მონაწილეობენ ნინოწმინდელი ახალგაზრდები ბიუჯეტირების პროცესში

რატომ არ მონაწილეობენ ნინოწმინდელი ახალგაზრდები ბიუჯეტირების პროცესში

2022 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 24 500 ლარია გამოყოფილი ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლად.

ახალგაზრდობის განყოფილებას არ ჰყავს ცალკეული ხელმძღვანელი, რის გამოც ამ საკითხებით ზოგადად კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული საკითხების სამსახურია დაკავებული.

გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი, რომელიც 15 000 ლარს შეადგენს გამოყოფილია ისეთი ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის, როგორიცაა მაგალითად ექსკურსიები, ბანაკები და სხვა ღონისძიებები. 6000 ლარია გამოყოფილი სატრანსპორტო ხარჯებისთვის, 1500 ლარი კი ქართული თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის, რომელიც მალე ნინოწმინდაში გაიმართება, დანარჩენი თანხა კი ადმინისტრაციული ხარჯებია.

განყოფილების უფროსის, ლევონ ვართანიანის თქმით, ახალგაზრდები არ არიან ჩართულნი საზოგადოებრივ საკითხებში და მათგან არ მოდის ინიციატივა, შეთავაზებები და იდეები, რის გამოც განყოფილება თავად გეგმავს ღონისძიებებს და შემდგომ მართავს მათ. „კარგი იქნება თუ ახალგაზრდები გააქტიურდებიან და თავად შემოიტანენ განაცხადს მათთვის საინტერესო აქტივობებისა თუ ღონისძიებების ჩასატარებლად. ასე ჩვენც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება თუ რა გავაკეთოთ და რა საკითხები ჩავსვათ გეგმაში.“ – ამბობს ლევონ ვართანიანი.

ახალგაზრდები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განცხადების შეტანა ან საკითხის გაჟღერება მერიაში, საჭიროა ამისათვის რაიმე დოკუმენტაციის შევსება, წერილობიი განაცხადი, პეტიცია თუ რაიმე სხვა სახის დოკუმენტი.

კითხვაზე თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მათი იდეების გაზიარება, ლევონ ვართანიანი პასუხობს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ კლუტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული საკიხების განყოფილებას მიმართონ, ისინი კი მერთან ან საკრებულოში გააჟღერებენ მოცემულ საკითხს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ თვითონ ახალგაზრდები შეხვდნენ მერს ან დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და იქ ისაუბრონ მათვის საინტერესო საკითხზე.

„რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდების მხრიდან იყო წარმოდგენილი პროექტი მრგვალ ტბასთან დაკავშირებით და ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის განხლვა მერიაში. ვცდილობთ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ ახალგაზრდებთან, რათა გვქონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია.“ – ამბობს ლევონ ვართანიანი.

უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენს აუდიო-ჩანაწერში შეგიძლიათ მოუსმინოთ.

Radio NOR · Причины пассивности Ниноцминдской молодёжи в формировании местного бюджета

იხილეთ ასევე: