გორელ და ახმეტელ აქტივისტთა ვიზიტი ნინოწმინდაში

გორელ და ახმეტელ აქტივისტთა ვიზიტი  ნინოწმინდაში

13 ივნისს გორისა და ახმეტის ინოვაციური ცოდნის ჰაბების წევრები გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში ნინოწმინდას ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანი მუნიციპალიტეტის, აქაური ხალხისა და ახალგაზრდების გამოწვევების გაცნობა იყო.

ვიზიტის დროს სამი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა გაიცნეს ერთმანეთი. ჩატარდა ვორქშოფი, სადაც ნინოწმინდის ჰაბის კოორდინატორმა – ირინა კარსლიანმა და სტაჟიორმა – ქრისტინე თაზაიანმა სტუმრებს ჰაბის საქმიანობის შესახებ მოუყვეს. რის შემდეგაც ჩატარდა დისკუსია ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად არაფორმალური განათლების გამოწვევებზე. ახალგაზრდები მსჯელობდნენ არაფორმალური განათლების, მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ასევე მუნიციპალიტეტებში არსებული შესაძლებლობებისა და პრობლემების შესახებ.

ვორქშოფის შემდეგ აქტივისტები ინოვაციური ცოდნის ჰაბისკენ გაიმართნენ. ამის შემდეგ კი ესტუმრნენ ნინოწმინდაში არსებულ სოციალურ საწარმოებს: ტურისტულ ცენტრსა და ბალახეული ჩაის საწარმოს. ისინი საწარმოების საქმიანობას გაეცნენ და შთაბეჭდილებები და იდეები გაუზიარეს ერთმანეთს.

ვიზიტი ორდღიანია. დღეს სტუმრები ეწვევიან სოფელ გორელოვკას, ბუღდაშენის ტბას, ფრინველებზე დასაკვირვებლად, ასევე ორ სოციალურ საწარმოს.