როდის მოგვარდება ნორაშენის ნაგავსაყრელის საკითხი

როდის მოგვარდება ნორაშენის ნაგავსაყრელის საკითხი

ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა ქალაქში, ნორაშენის ნაწილში, მიმოფანტული სამშენებლო ნარჩენების გამო ჩიოდა. ამის შესახებ არაერთი მასალაც იყო გამოქვეყნებული რადიო NOR-ის მიერ.

ნინოწმინდის ნორაშენის ნაწილში დაუდგენელმა პირებმა დიდი რაოდენობით ნაგავი დაყარეს

დაყრილი ნარჩენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სამშენებლო ნარჩენები, გაფუჭებული კარტოფილი, საყოფაცხოვრებო ნაგავი, პოლიეთილენის პარკები, რომლებიც ქარს გადააქვს ეზოებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.

ნინოწმინდაში თვითნებურად მოწყობილია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს ამ საკითხის მოსაგვარებლად. დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული შეტყობინების თანახმად, შესაბამისი ფოტო-მასალა და მითითებები დასუფთავების მიზნით უნდა გადაეცათ მერიისთვის.

ნაგავსაყრელის საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა

ზემოთაღნიშნულის შესაბამისად, რამდენიმე კვირაა გასული ამის შემდეგ, თუმცა ტერიტორია კვლავ არაა დასუფთავებული.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვიპასუხეს, რომ მოცემული ტერიტორია მერიამ გადასცა სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზას“, რათა ქალაქის ქუჩების მოასფალტების დროს დარჩენილი ზედმეტი ქვიშა აქ გადმოეტანათ. “აქ, ქალაქის სხვა ქუჩების მოასფალტების შემდეგ, გზის კეთილმოწყობა იგეგმებოდა, რის გამოც ტერიტორია გადაეცა კომპანიას და ქვიშა დაიყარა”.

ქვიშა არის დაყრილი დიდი რაოდენობით, თუმცა მას თან ახლავს სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც, როგორც გამოვლინდა მოსახლეობის მიერ უნებართვოდ არის დაყრილი.

როგორც მერიაში აღნიშნეს, დაგეგმილია ამ ტერიტორიის დასუფთავება და შესაბამისი ფინანსები იქნება გამოყოფილი. რის შემდეგაც დაიწყება გზის მოასფალტებაც. გზის ეს მონაკვეთი კეცხოველისა და მეგობრობის ქუჩებს დააკავშირებს.

უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ზედამხედველობის განყოფილების უფროსი არტურ შირინიანი გვესაუბრა.

Radio NOR · Когда и как решится вопрос мусора Норашен