მასწავლებელთა და სკოლის პერსონალისთვის ტესტირება 14 ივნისიდან გაუქმდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 14 ივნისიდან პედაგოგები და სკოლის პერსონალი ტესტირებას აღარ გადიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო ბრძანება, რომ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისთვის ტესტირება გაუქმდა.
როგორც ტიგრან ეგოიანმა აღნიშნა, მასწავლებლები სისტემური ტესტირების სიიდან ამოიღეს. რაც შეეხება სხვა პირებს, ჯერჯერობით ცვლილებები არ არის.