ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს.
22 ივნისის დილას ქალაქის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ვ.ქ.-მ თავისი მაღაზიის ფანჯრის დამტვრეული შუშა აღმოაჩინა. მისი სიტყვებით, ბოროტმოქმედებმა შუშა ღამით გატეხეს.
გამყიდველის სიტყვებით, მოპარულია ალკოჰოლური სასმელი და ჩიფსები.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.