წვიმის შედეგად ნინოწმინდის სოფლები დაიტბორა

წვიმის შედეგად ნინოწმინდის სოფლები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

27 ივნისის, დღის მეორე ნახევარში სოფელ ეშტიაში გამავალი პატარა მდინარე ადიდდა და მიმდებარე მიწები დატბორა.

სოფელ დიდ არაგიალში კი წვიმამ 3 სახლი დატბორა.

მოსახლეობის თქმით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოსახლეობას პირველადი დახმარება გაუწია საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც წყალი დატბორილი სახლებიდან ამოტუმბა. სანიაღვრე თხრილების გასაწმენდად მერიამ ტრაქტორი დაიქირავა. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც.

რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით ძლიერი წვიმა მოდის, რამაც სხვადასხვა რეგიონში არაერთი პრობლემა გამოიწვია: მდინარეების დონის აწევა, გზების გარკვეული მონაკვეთების განადგურება და სხვ.

იხილეთ ასევე: