მომავალი კვირიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან, ივნისის დასაწყისში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის მიხედვით, აბიტურიენტთა უმეტესობა საქართველოს უნივერსიტეტებში აპირებს ჩაბარებას, დანარჩენი კი სომხეთსა და რუსეთში.
ნინოწმინდელი აბიტურიენტები ძირითადად „1+4“ პროგრამით აპირებენ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას მოსამზადებელი კურსისთვის. გამოცდა შედგება 80 კითხვისგან: 40 ვერბალური ნაწილის, 40 კი მათემატიკური ნაწილის. გასულ წელს გამოცდის ჩაბარების მინიმალური გამსვლელი ქულა 23 იყო.
პირდაპირ პირველ კურსზე ჩაბარების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, მათემატიკისა ან/და ისტორიის გამოცდები.
რადიო NOR-ის ჟურნალისტმა ჩაატარა გამოკითხვა ჯავახეთის აბიტურიენტებს შორის იმის გასარკვევად, თუ რამდენად მზად არიან ისინი მომავალი გამოცდებისთვის და სად აპირებენ ჩაბარებას.