ნინოწმინდელმა სტუდენტებმა ღირსეული ადგილები დაიკავეს GIPA Media Lab-ის კონკურსში/ვიდეო

ნინოწმინდელმა სტუდენტებმა ღირსეული ადგილები დაიკავეს GIPA Media Lab-ის კონკურსში/ვიდეო

10 ივლისს, GIPA Media Lab-ის პროგრამის მორიგი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

GIPA Media Lab რამდენიმე წელია ატარებს ტრენინგ კურსებს ჟურნალისტიკისა და დოკუმენტური კინოს მიმართულებით ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ეს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდებში მულტიმედიური უნარების განვითარებას.

პროექტის მიზანია რეგიონის ახალგაზრდა თაობას მიეცეს საშუალება შეიძინოს თანამედროვე მსოფლიოში საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ პროფესიაში და გახდეს ქვეყნის აქტიური მოქალაქე.

გუშინდელი ღონისძიება დოკუმენტურ ფილმებს მიეძღვნა. პროგრამის მონაწილეებმა კურსის დასრულების შემდეგ გადაიღეს მოკლე დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა პრობლემურ თემებზე. წელს ისინი შეეხეს ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ომის გავლენა ადამიანებზე და ა.შ.

ღონისძიების დასასრულს რამდენიმე მონაწილემ პრიზები მიიღეს საუკეთესო ვიდეო მასალისთვის და საუკეთესო შერჩეული თემისთვის. საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში ნინოწმინდელმა სპირიდონ ბაკირიანმა გაიმარჯვა. „ამერიკის ხმის“ სომხურმა ფილიალმა კი ზოია ღარსლიანის პროექტი შეიძინა, შემდგომი განვითარებისა და გაშუქებისთვის. სხვა გამარჯვებულებმა ახალქალაქიდან მიიღეს აღჭურვილობა, რომელიც მათ შემდგომში დაეხმარება კინოს გადაღების უნარების განვითარებაში, როგორიცაა მობილური ტელეფონები, შტატივი, ყურსასმენები, კამერები და ა.შ.

კონკურსის ეს ეტაპი ბოლო არ არის. რაც შეეხება ფინალურ კონკურსს, ის წლის ბოლოს გაიმართება და იქ, სხვადასხვა მატერიალური პრიზების გარდა, გამოცხადდება სტუდენტი, რომელიც მიიღებს გრანტს GIPA-ს უნივერსიტეტში სწავლისთვის.

იხილეთ ასევე: