რამდენიმე დღის წინ რადიო NOR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ძველი სასწავლებლის ტერიტორია კანალიზაციის წყლით იყო დატბორილი.
ამის შემდეგ „გაერთიანებული წყალმომარაგების“ სამსახურმა მილების გაწმენდის სამუშაოები ჩაატარა. სამსახურის უფროსის, არზუნ გოროიანის თქმით, საკანალიზაციო სისტემაში შეფერხების მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა. სამსახურის თანამშრომლებს 5 ჭის გაწმენდა მოუწიათ. „მოსახლეობა ბოროტად იყენებს კანალიზაციის სისტემას. მილები ნაკელით იყო სავსე. ეს მილები არის 200 მმ და ნაკელის გაყვანა მათი გამოყენებით არ შეიძლება, ამისათვის არსებობს 500 მმ-იანი მილები“, – ამბობს სამსახურის უფროსი.
ამ დროისთვის საკანალიზაციო სისტემა მთლიანად გაწმენდილია, თუმცა უსიამოვნო სუნი კვლავ რჩება.
იხილეთ ასევე: