ნინოწმინდაში ცხოველების თავდასხმის გამო წელს 51 ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდაში ცხოველების თავდასხმის გამო წელს 51 ადამიანი დაშავდა

2022 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ცხოველის ნაკბენის გამო წელს 51 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან იუწყებიან.

„წელს სხვადასხვა ცხოველის ნაკბენის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩვენ დაშავებულებს ვაკვირდებოდით. ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. დაფიქსირებულია ძაღლისა და კატის კბენის შემთხვევები“, – განაცხადა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ტიგრან ეღოიანმა.

საავადმყოფოში მისულ ყველა პაციენტს ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიცემა უფასოდ.

როგორც ტიგრან ეღოიანმა განაცხადა, ამ პერიოდში 117 ვაქცინა იქნა გამოყენებული. 51 ნაკბენიდან 15 მაწანწალა ძაღლის იყო, 35 შინაურის, ერთი კი კატის.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყოველწლიურად ადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად იღებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეულ დოზას. ჯანდაცვის ცენტრი იღებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, ცოფის იმუნოგლობულინს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან. მიღებული ვაქცინა ინახება სპეციალურ მაცივრებში, სადაც დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც შენარჩუნებულია ტრანსპორტირების დროსაც.

იხილეთ ასევე: