ნინოწმინდის მერიამ ვაკანსია გამოაცხადა შიდა კონკურსის წესით

ნინოწმინდის მერიამ ვაკანსია გამოაცხადა შიდა კონკურსის წესით

ნინოწმინდის მერიამ გამოაცხადა ვაკანსია შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შიდა კონკურსი. როგორც ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, სამსონ ფნჯოიანმა განმარტა, ღია კონკურსისგან განსხვავებით, შიდა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოქმედ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანებს.

დასაქმებულს დაეკისრება შემდეგი მოვალეობები:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;

ბ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

დ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა.

დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს მიღებული ბაკალავრის საფეხურის უმაღლესი განათლება, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, შიდა აუდიტის სამსახურის დებულება.

განცხადებების მიღება გრძელდება 16 იანვრამდე, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება და კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.