სტიქიის მასშტაბი და მიღებული ზარალი ჯერ უცნობია

სტიქიის მასშტაბი და მიღებული ზარალი ჯერ უცნობია

დღეს, 3 აგვისტოს, ახალციხეში მომხდარი სტიქიის შედეგების შესწავლას და ზარალის დთვლას ახალციხის მერიის სამუშაო ჯგუფი ხვალ დაიწყებს.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი მერია მობილიზებულია და ქალაქის სხვადასხვა უბანში შექმნილ პრობლემებს ადგილზე სწავლობენ. ზარალის დათვლა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

«ინფრასტრუქუტრის სამსახურის თანამშრომლები, ქალაქის მერი, მოადგილეები, წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე ყველა არის გარეთ და სწავლობენ სად რა არის დაზიანებული, სად რა არის საჭირო. შემდეგში დაიწყება ზარალის დათვლა“, – განმარატვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამსახურში ამბობენ, რომ შეტყობინებები ქალაქში არსბეული დაზიანებების შესახებ ქალაქის მერიაში ამ დრომდე შედის. http://sknews.ge/