გაცვლითი ინტეგრირებული პროგრამა სამცხე-ჯავახეთში

გაცვლითი ინტეგრირებული პროგრამა სამცხე-ჯავახეთში

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში 18-19-20 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის ქართული და არაქართული პარტნიორი სკოლების მონაწილეობით გაცვლითი ინტეგრირებული პროგრამა განხორციელდა.

მონაწილე ქართულენოვან სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა არაქართულმა (სომხურენოვანმა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქართულენოვანი სკოლის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის, ფერსის, ზიკილიის, გურკელისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 15-მა მოსწავლემ, მოსწავლეებს მასპიძელობდა 15 სომხურენოვანი ოჯახი.

მეორე დღეს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ახალაქლაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლაში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების მართვის შესახებ ტრენინგები ჩაატარეს. ამის შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანს ესტუმრნენ.

პირველ ეტაპზე ვაჩიანის კულტურის სახლში ქართული და ვაჩიანის სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ერთობლივი ქართულ-სომხური კულტურული ღონისძიება გაიმართა. შემდეგ ვაჩიანის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, მოსწავლეები გაეცვნენ ვაჩიანის სკოლის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმს, რომელიც შექმნილია სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ.

დღის მეორე ნახევარში კლუბის წევრები სოფელ ხულგუმოს ღირსშესანიშნაობებს გაეცვნენ, მოინახულეს «ბრუკლინის ხიდის ანალოგია», ხულგუმოს ხიდი, სადაც ქართული და არაქართული (სომხურენოვანი) საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

მესამე დღეს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ახალაქლაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიებები მოეწყო. მონაწილეები ინტერგაციის ხელშემწყობ სავარჯიშოები აქტიურად ჩაერთვნენ. ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგების მარეტა პეტროსიანისა და ანა პეტროსიანის ხელშეწყობით, ჩატარდა მინი ლექცია — ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ტოლერანტები.

ამის შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაგეგმეს ერთობლივი კულტურული ღონისძიები. ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლება კლუბის წევრებს Face book ჯგუფის გაკეთება დაავალეს, სადაც კლუბის წევრები საკუთრ სკოლაში ჩატარებულ ღონისძებებს გაუზიარებენ ერთმანეთს.


„მე მხიარული ვარ, რომ ქართველი მოსწავლეები გვესტუმრნენ ჩვენს სოფელში. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შევიძინე ბევრი ქართველი მეგობარი. მათთან გავატარე შტაბეჭდილებებით სავსე მხიარული და სასიამოვნო დრო. ვისწავლე ინტეგრაციის შესახებ ბევრი ინფორმაცია, მინდა ასეთი დღეები დიდხანს გაგრძელდეს.“ — სთქვა მასპინძელი სკოლის ხულგუმოს სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ოფელია პეტროსიანმა.

„ძალიან მომეწონა სოფელი ხულგუმო, კარგი იყო აქ გატარებული დღეები. მადლობას ვუხდი სტუმარ-მასპინძლობისათვის. აქ განვლილი დღეებს ვერ ავღწერ ისეთი კარგი იყო, შევისწავლეთ სომხური კულტურა; ცეკვა, ტრადიცია, კერძი.

მოვისმინეთ ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების შესახებ ტრენინგები. ვისწავლეთ სომხურ ენაზე ჩვენი სახელების და გვარების წერა. მადლობა პარტნიორ ორგანიზაციას ამ ინიციატივისათვის.“ — სთქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა სალომე ჭანკოტაძე
აღნიშნული პროგრამა გულისხმობდა ქრთულ-სომხური კულტურის გაცნობასა და ქართული და არაქართული (სომხურენოვანი) სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაახლოებით სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებას. ინტეგრირებული ღონისძიებები გაიმართა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სამოქალაქო განთლების პროგრამის «მომავლის თაობა» ფარგლებში, რომელსაც ინტეგრირებულ გაცვლითი პროგრამა 2016 წ სამცხე-ჯავახეთში გულისხმობდადა.
ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივ სათემო რადიო NOR-ით.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ