რაში დაიხარჯება 444 000 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით

რაში დაიხარჯება 444 000 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს 444 000 ლარი მიიღო. წელს სამუშაოები შესრულდება ტენდერის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განსაზღვრისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდა, საადაც მიმდინარეობები განისაზღვრა.

სამუშაოების დიდი ნაწილისთვის ტენდერია განოცხადებული. პროგრამის ფარგლებში 33-მდე პროექტი იქნება რეალიზებული.

სოფელ დილითში, დიდ და პატარა გონდრიოში სარემონტო სამუშაოებისთვის 47 460 ლარია გამოყოფილი:

  • დილითში სანიაღვრე არხების მშენებლობისთვის 19 775 ლარია გამოყოფილი;
  • დიდ გონდრიოში სარწყავი სისტემის აღსადგენად – 11 865 ლარი;
  • წყალმომარაგების სისიტემის მშენებლობისთვის პატარა გონდრიოში – 15 820 ლარია გამოყოფილი.

სოფელ სათხესა და მამწვარაში სასაფლაოს შემოღობვისთვის – 25 707 ლარი დაიხარჯება.

  • სათხესთვის გამოყოფილია – 9 887 ლარი;
  • მამწვარასთვის კი – 15 820 ლარი.

სოფელ ყაურმასა და გორელოვკაში საბავშვო ატრაქციონების შეძენასა და მონტაჟისთვის და მოედნის რემონტისთვის 25 707 ლარია გამოყოფილი.

  • გორელოვკისთვის – 13 842 ლარი;
  • სოფელ ყაურმისთვის კი – 11 865 ლარი.

სოფელ ეშტიაში გარე განათების მოსაწყობად 19 775 ლარია გამოყოფილი.

ასევე 47 595 ლარი დიდი ხანჩალის სასოფლო თემისთვის არის გათვალისწინებული.

  • პატარა ხანჩალში წყალმომარაგების სისტემის ნაგებობის რემონტისთვის 15 820 ლარი;
  • დიდ ხანჩალში პირუტყვის სასმელი აუზისა და ხიდების რემონტისთვის – 1 775 ლარი;
  • დიდ ხანჩალში საძოვრებისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციისთვის – 18 000 ლარი;
  • კათნატუში სანიაღვრე არხების მშენებლობისთვის – 12 000 ლარი.

სოფელ თორიაში სპორტდარბაზის მშენებლობის სამუშაოებისთვის 87 600 ლარია გამოყოფილი. აქედან 82% ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, 12% კი – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. თუმცა ტენდერი არ შედგა, რადგან არავის მიუღია მონაწილეობა.