ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარები სავალალო მდგომარეობაშია.
წყლის ხაზების გაყვანის, ორმოების რემონტისა და სხვა სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტროტუარის ეს ნაწილი არაერთხელ შეკეთდა. თუმცა, ის კვლავ ნაწილობრივ განადგურებულია. ზოგან არის ორმოები, სადაც წვიმის დროს და მის შემდეგ წარმოიქმნება გუბეები. ფეხით მოსიარულეებს აქედან გავლა უჭირთ.
მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარებისა და გაზონების კეთილმოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. 2 ივლისიდან დაიწყეს წინადადებების მიღება, რომელიც 7 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 270 000 ლარი გამოიყოფა.
პროექტი ითვალისწინებს გაზონების შემოღობვას დეკორატიული ღობით, ასევე ავტომობილებისთვის სადგომების მოწყობას (აუცილებელია არსებულის მოხსნა და ავტოსადგომზე ახალი ბეტონის საფარის დამონტაჟება, ნათქვამია დოკუმენტში) და ასევე ნაგვის ურნების დაყენება თავისუფლების ქუჩაზე, ხოჯაბეკის ხიდიდან თბილისისკენ მიმავალ გზამდე.
თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულად ტროტუარების შეკეთებას, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, წელს ეს არ არის გათვალისწინებული.
იხილეთ ასევე: