2021 წლის ივლისის ბოლოდან “ჰაიოს-ქართლოსის” პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს განათების მონტაჟი, ბუჩქების და ხეების დარგვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორი პარკის რეკონსტრუქცია: „ჰაიოს-ქართლოსი“ და „ცენტრალური პარკი“.
დღეს, ჰაიოს-ქართლოსის პარკში სეირნობისას, შეგიძლიათ იხილოთ არა მხოლოდ ლამაზი ბუჩქები, ყვავილები, ხეები, პარკში გაშლილი გაზონი, არამედ აქა-იქ მიმოფანტული ნაგავიც.
ხეებისა და ბუჩქების დარგვის შემდეგ ხალხმა აქტიურად დაიწყო დასვენება პარკში, რის შემდეგაც დაყრილი ნაგვის რაოდენობა დღითი დღე მატულობს. სასმელების ბოთლები, მზესუმზირისა და ჩიფსების შეფუთვები, სიგარეტის ნამწვი, ეს ყველაფერი გაზონსა და პარკის ბუჩქების ქვეშაა ამჟამად.
პარკში ჯერ არ არის ნაგვის ურნები. სხვა ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულება იგეგმება, რის შემდეგაც ურნებიც დამონტაჟდება.
იხილეთ ასევე: