5 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმარՏველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი სოფელ ფოკის დედათა მონასტერს? ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს, სომხურ და ქართულ ეკლესიებს, ფარავნის ტბასა და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტს ესტუმრა. შუადღის შემდეგ მას ახალქალაქში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში ელოდებოდნენ.
თავმჯდომარის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას მისთვის მნიშვნელოვანია ხალხთან შეხვედრა, მათი პრობლემებისა და საჭიროებების გაგეբა და შეძლებისდაგვარად ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ პირადი კომუნიკაცია ხალხთან, ჯავახეთის კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ბუნების გაცნობა”, – ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარეს თან ახლდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დაწვრილებით ვიზიტის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გვიამბო.
იხილეთ ასევე: