რომელ ვაქცინას ირჩევს მოსახლეობა ნინოწმინდაში

რომელ ვაქცინას ირჩევს მოსახლეობა ნინოწმინდაში

ნინოწმინდაში 2021 წლის 9 ივლისიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის დასაწყისში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, მოსახლეობა ნეგატიურად იყო განწყობილი ვაქცინებისადმი. თუმცა გარვეული პერიოდის შემდეგ მათ საკუთარი სურვილით დაიწყეს აცრა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვაქცინირებულია 5 232 ადამიანი.

ნინოწმინდის საავდმყოფოში პირველ ეტაპზე 4 სახის ვაქცინა იყო შემოტანილი: Pfizer, Sinovac, Sinopharm, AstraZeneca.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტში Sinopharm და Pfizer ვაქცინებით იცრებოდა. აღსანიშნავია ის, რომ AstraZeneca ადგილობრივ კოვიდ ცენტრში არასოდეს გამოუყენებიათ, ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როდესაც ამ ვაქცინით აცრის შემდეგ მედდა გარდაიცვალა.

ამჟამად ნინოწმინდის საავადმყოფოში ორი სახის, Sinovac და Sinopharm, ვაქცინა აქვთ. Pfizer-ის ვაქცინა +2 – +8 გრადუსის ტემპერატურის მქონე მაცივარში 30 დღის განმავლობაში ინახება. ამ დროის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. იმის გამო, რომ მოთხოვნა არ არის დიდი აღნიშნული პრეპარატი არ ჩამოაქვთ, თუმცა როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, თუ იქნება Pfizer-ით აცრის მსურველი, მისი ჩამოტანა მალევე მოხდება.

ამ დროისთვის ნინოწმინდის საავადმყოფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალიან ცოტა რაოდენობის ადამიანი იცრება, კვირაში 4-5 ადამიანი. ისიც, მხოლოდ მეორე ან ბუსტერ დოზით.

ჩვენ გამოვკითხეთ ნინოწმინდის მოსახლეობა, რათა გაგვერკვია, თუ რა სახის ვაქცინით არიან ისინი აცრილნი და რატომ აირჩიეს ეს პრეპარატი.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ აცრამ მათზე კარგად იმოქმედა. ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრის სიტყვებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მან კორონავრუსი ადვილად გადაიტანა. “მთელი ჩემი ოჯახი დაავადდა კორონავირუსით, ჩემი დისა და ჩემს გარდა, რადგან ჩვენ აცრილნი ვიყავით. არ ვიცი, შესაძლოა ეს არც ყოფილა ვაქცნის გამო, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ სწორედ ვაქცინირებულებს არ შეგვხვედრია Covid-19.” – ამბობს იგი.

უფრო დეტალურად შეგიძლიათ ჩვენს აუდიო-რეპორტაჟში მოუსმინოთ.

Radio NOR · Ո՞ր պատվաստանյութն են նախընտրում Նինոծմինդայի բնակիչները

ამჟამად საქართველოში ჩატარებულია 2 921 949 აცრა, საიდანაც სრულად, ანუ ორი დოზით არის აცრილი 1 276 173 ადამიანი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობა Pfizer-ს ანიჭებს უპირატესობას.

ასევე წაიკითხეთ: