ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის “ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა” ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ჯილეხის წინააღმდეგ ვაქცინაციას უტარებენ. ვაქცინაცია ყველა მუნიციპალიტეტში უფასოდ ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ხსენებული სახელმწიფო პროგრამით, სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ატარებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და წვრილფეხა პირუტყვის აცრას ჯილეხის, ბრუცელოზის, ცოფისა და ჭირის წინააღმდეგ. ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველების იდენტიფიკაციას აწარმოებს.
მოსახლეობის თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია, სისუფთავის შენარჩუნება, წონის მომატებისა და ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად კი საკვებად მარცვლეულის გამოყენება. რძის ხარისხი დამოკიდებულია საკვებსა და მოვლაზე. ტკიპებისა და ჭიების მოსაშორებლად ძროხებს აცრა სჭირდებათ.