ნინოწმინდაში გზების საფარის განახლების (ორმოების ამოვსების) სამუშოების შესასრულებლად ტენდერი მესამედ ცხადდება.
რადიო NOR-ის მიერ, არაერთხელ იყო გამოქვეყნებული გზების სავალალო მდგომარეობის შესახებ. ასფალტის ფენა თანდათან იშლება და გზებზე გავლა სახიფათო და არაკომფორტული ხდება. როგორც ცენტრალურ ქუჩაზე, ასევე ქალაქის სხვა ქუჩებსა და სოფლების გზებზე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ორმო ჩნდება.
ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ ჯერ კიდევ აპრილში გამოცხადებული იყო ტენდერი, გზების საფარის განახლების (ორმოების ამოვსების) სამუშოების შესახებ, რომლისთვისაც 300 000 ლარია გამოყოფილი. პირველი ორი ტენდერი, რომელიც 2023 წლის 21 აპრილს და 24 მაისს იყო გამოცხადებული არ შედგა, რადგან შეთავაზებები არ იყო მიღებული (ანუ მონაწილეობა არავის მიუღია).
ამავე წლის 13 ივნისს გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის წინადადებების მიღებაც დაიწყება 30 ივნისს და დასრულდება 5 ივლისს.
ცენტრალურ (თავსუფლების) ქუჩაზე გზის საფარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს, დანარჩენი ქუჩებისა და სოფლების გზებისა კი ნინოწმინდის მერამ.
ქალაქში არის ასევე ორმოები, რომლებიც საკანალზაციო და წყალსადენი სისტემების რეაბლტაციის შემდეგ გაჩნდა. მათი რეაბილიტაცია კი ევალება გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიას, რადგან მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ჯავახავტოგზა”, რომელიც ნინოწმინდაში სხვადასხვა ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოებს ასრულებს, ავარიულ ორმოებს ასფალტის ნარჩენებით დროებით ავსებს.