პირუტყვის ვაქცინაცია SAT-2-ის ახალი შტამის წინააღმდეგ

პირუტყვის ვაქცინაცია SAT-2-ის ახალი შტამის წინააღმდეგ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაავადება “თურქულის” ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ეს დაავადება მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად აზიანებს პირუტყვს, ცხვარს, თხას და სხვა ცხოველებს. ამ დაავადების SAT-2 შტამი ფართოდაა გავრცელებული რეგიონში, მაგრამ საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის რეგისტრირებული.

ამ ვირუსის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით,

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის” საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა. 

მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მეცხოველეობის წარმოებისთვის, რადგან ის სწრაფად ვრცელდება და შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.

ცხოველების ვაქცინაცია ამ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ეფექტური მეთოდია. ევროკომისიიდან საქართველოში ვაქცინების გადატანა ხელს შეუწყობს ცხოველთა დაინფიცირების რისკის შემცირებას და ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისთვის შესაძლო შედეგების თავიდან აცილებას.

ვაქცინის დანერგვა გააძლიერებს ცხოველთა იმუნიტეტს და შეამცირებს დაავადების რისკს რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პირუტყვის დასაცავად და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.