ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი ღამის განათების მონტაჟი დასრულდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა მუნიციპალიტეტის 21 სოფელში ღამის განათების სამუშაოებზე ტენდერი ჩაატარა.
ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვება მოიპოვა კომპანია “მშენებელი-5”-მა? რომელმაც 198 500 ლარის ოდენობის თანხა შესთავაზა.
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა აღნიშნა, კომპანიამ სოფლებში დაგეგმილი სამუშაოები დაასრულა. გათვალისწინებულ სოფლებში სულ 166 ცალი ნათურა დამონტაჟდა.
პროგრამით „დახმარება სოფელს“ ღამის განათება გათვალისწინებულია შემდეგ სოფლებში: სოფელ ტამბოვკაში ღამის განათების დამონტაჟება – 5000 ლარი; ოფელ განძაში ღამის განათების დამონტაჟება – 5000 ლარი; სოფელ პატარა არაგიალში ღამის განათების მონტაჟი – 16000 ლარი; სოფელ დიდ გონდრიოში ღამის განათების მონტაჟი – 4000 ლარი; სოფელ პატარა გონდრიოში ღამის განათების მონტაჟი – 14 400 ლარი, სოფელ ხორენიაში ღამის განათების მონტაჟი – 10 000 ლარი.
სოფლების ღამის განათებაზე ტენდერში გათვალისწინებული თანხა ასე გადანაწილდა:
იხილეთ ასევე: