ნინოწმინდის მერიაში 22 ივნისს ნატოსა და ევროკავშირისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ინიციატივით, პროექტის „ინფორმირებულობის ამაღლება და ჩართულობა დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ცენტრი ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანია მუნიციპალურ მუშაკებს გააცნონ რა არის ნატო, საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ამის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა ნატო ბაჭიაშვილმა, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ.
იხილეთ ასევე: