სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული თივის მოთიბვაა, რომელიც უკვე დაწყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
წარსულში თივას ცელით თიბავდნენ, დღეს კი გლეხის საქმე ნაწილობრივ შემსუბუქებულია. დიდ ტერიტორიებს ტრაქტორებით თიბავენ, პატარებს კი ხელის სათიბელათი ან ბენზო საიბელათი.
ჩვეულებრივ თიბვა იწყება დაბლობებიდან და ახლო ტერიტორიებიდან, მასობრივი თიბვა კი დაიწყება 25 ივლისიდან.
ახალგაზრდა მკრტიჩ ანტონიანის თქმით, ერთი მეასედი ჭალის ტერიტორიის ხელით მოთიბვა, ადრინდელი 4 ლარის ნაცვლად წელს 5 ლარი ღირს, ხოლო არასახნავ-სათესი მიწების თიბვა წინა 3 ლარის ნაცვლად 4 ლარი ღირს. ფასების ცვლილებები საწვავისა და ტექნიკის ნაწილების გაძვირებასთანაა დაკავშირებული.
მოსახლეობმა ჯერ-ჯერობით არ იცის, თუ რა ფასში შეძლებენ თივის ერთი პრესის ყიდვას. წინასწარი პროგნოზით ერთი პრესი დაახლოებით 8-10 ლარი ეღირება.
რადიო NOR-ის ჟურნალისტი მოთიბვის ფასებთან დაკავშირებით ასევე გაესაუბრა ტექნიკის მძღოლებს, საიდანაც გაირკვა, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს თიბვა ან თივის დაპრესვა გაძვირებულია. ტრაქტორით ერთი მეასედი ტერიტორიის თიბვა 80 თეთრის მაგივრად ახლა 1-1.20 ლარამდე ღირს. სათიბი კომბაინით 1 მეასედის გათიბვა 1.50 ლარი, როდესაც ადრე 1 ლარი ღირდა. შარშან თივის ერთი პრესის გამზადება 60-70 თეთრი ღირდა, ახლა კი ერთი ლარია. მძღოლების სიტყვებით, ნავთობის 20 ლიტრი 90 ან მეტი ლარი ღირს. თუ საწვავის ფასი კვლავ აიწევს, გაძვირდება გათიბვაც და ყველა დანარჩენის ფასებიც აიწევს .
მოსახლეობა ამბობს, რომ “ხალხი ძალიან ცუდ ვითარებაშია ახლა, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძროხას გავყიდი მაგრამ თივას არ მოვთიბავ, იმიტომ, რომ არ მაწყობს. გათიბვა, გაფოცხვა, დაპრესვა, წამოღება და საწვავი, ამ ყველაფრის თანხის გადახდის შემდეგ შენ აღარაფერი დაგრჩება, ასეთ ვითარებაში მომგებიანი არაა.”
აღსანიშნავია, რომ საწვავი ბოლო თვეებია, რაც ძვირდება:
14 ივლისის მონაცემები:
დიზელი – “ვისოლში” 4,57 ლარი, “შევრონში” – 4,57 ლ, “ლუკოილში” – 4,60 ლარი
ევრო დიზელი – “ვისოლში” – 4,84 ლარი, “ლუკოილში” – 4,70 ლარი
იხილეთ ასევე: