პუშკინის ქუჩაზე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი

პუშკინის ქუჩაზე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი

4 მაისიდან ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე, პოლიციის შენობის გვერდით სკვერის მშენებლობის სამუშაოები იყო დაწყებული, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა იყო გამოყოფილი.

ტენდერი ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში იყო გამოცხადებული, თუმცა არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო პროექტის განხორციელება გაზაფხულისთვის იყო გადატანილი. პროექტისთვის 33 898 ლარის ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი.

ამ ეტაპზე უკვე დამონტაჟებულია ბორდიურები და ბეტონის ქვაფენილი, სკამები, ნაგვის ურნები და ღამის განათება. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, დარჩენილია მხოლოდ მოედნის გვერდით ასფალტის ფენის დაგება და გაზონი. სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს შპს “ბლექი”.

მოკლედ კომპანიის შესახებ

შპს “ბლექი” (ს.ნ. 416361109) დარეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა #20-ში, 2021 წელს. კომპანიის დირექტორია გიორგი ცქიტიშვილი. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 11 ტენდერში, რომლებიდანაც 2-ის გამარჯვებული გახდა.