სოფელ კათნატუში წყალმა მოსახლეობის მინდვრები დატბორა/ ვიდეო

სოფელ კათნატუში წყალმა მოსახლეობის მინდვრები დატბორა/ ვიდეო

წყალსადენი, რომელიც სოფელ კათნატუსთან გადის, მწყობრიდან გამოვიდა. წყალი თავისით მიედინება და სოფელ კათნატუს მაცხოვრებლების მინდვრებში შედის.

ერთ-ერთი მკვიდრის, არშალუის მიქაელიანის სიტყვებით, უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ადგილზე წყალსადენი მილი დაზიანებულია. ეს ქალაქის სასმელი წყლის ცენტრალური მილია, რომელიც სოფელ კათნატუსა და დიდ ხანჩალში გადის. ტერიტორია მთლიანად დატბორილია, თივის თიბვა შეუძლებელია, ტექნიკა ვერ მუშაობს ამ ტერიტორიაზე. “ამის შესახებ წყალმომარაგების სამსახურშიც და ადგილობრივ თვითმმართველობაშიც იციან. ახლო წარსულში დაზიანებული მილი თითქოს შეაკეთეს, მაგრამ წყლის გამოშვების შემდეგ იგი ისევ დაზიანდა, ყურადღებას კი არავინ აქცევს. ამბობენ, რომ ქალაქში წყალი არ მოდის. წყალი აქ თავისით მიედინება და ამიტომაა მისი დეფიციტი ნინოწმინდაში.” – ამბობს სოფლის მკვიდრი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქის მოსახლეობა წყლის უკმარისობაზე ჩიოდა, მაგრამ ფაქტობრივად წყალი არის, თუმცა დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.

როდის და როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ჩვენ შემდეგ მასალებში გამოვაქვეყნებთ.

სოფელ კათნატუს მკვიდრმა ვიდეო მოგვაწოდა ამასთან დაკავშირებით.