ნინოწმინდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შესახებ დოკუმენტი დაამტკიცა

ნინოწმინდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შესახებ დოკუმენტი დაამტკიცა

17 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წლის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 -2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონება.

დოკუმენტში წარმოდგენილია ძირითადი პრიორიტეტები, რომლებც მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პერიოდში განხორციელდება. 2023-2027 წლებში სოფლებამდე მიმავალი გზები და შიდა გზები მოასფალტდება. ასევე მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგება იგეგმება.

2023 წელს განხორციელდება შემდეგი პროექტები:

  1. სოფ. საღამოდან დიდი არაქალისა და სათხეს მიმართულებით წყლის მილის გაყვანა – 856 842 ლარი;
  2. სოფ. ოროჯალარის, ყაურმისა და ჯიგრაშენის წყალგამყვანი მილის რეაბილიტაცია – 968 609 ლარი;
  3. ქალაქ ნინოწმინდის პუშკინის #43 ეზოს რეკონსტრუქცია – 45 000 ლარი;
  4. სოფ. გორელოვკის შიდა გზების ასფალტირება – 2 055 032 ლარი;
  5. სოფ. ჯიგრაშენის შიდა გზების ასფალტირება – 540 830 ლარი;
  6. სოფ. ოროჯალარის შიდა გზების ასფალტირება – 245 656 ლარი.

იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯება მომავალი წლების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ჩვენ მომდევნო მასალებში გაცნობებთ.

იხილეთ ასევე: