ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, თუმცა შარშან კარტოფილის მოსავლიანობამ ფერმერების მოლოდინები არ გაამართლა.
2022 წლის შემოდგომით მუნიციპალიტეტში კარტოფილის მცირე მოსავალი და მასზე დიდი მოთხოვნა იყო. თუმცა ამჟამად მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კარტოფილის ნაწილი ჯერ ისევ საწყობებშია, პროდუქტის ფასი კი უაღრესად დაბალია.
არტიუშ ესოიანი, ერთ-ერთი ნინოწმინდელი ფერმერი ამბობს, რომ გასულ წელს ორი ჰექტარი მიწიდან 30-40 ონაზე მეტი კარტოფილი ამოიღო. “ორი ჯიშის კარტოფილი მაქვს. ახალი კარტოფილის ნაწილი 2 ლარად გავყიდე, ძველი კი ლარად. ახლა 15 ტონამდე კარტოფილი დამრჩა. გაზაფხულზე გაყიდვას ვგეგმავ, იმედი მაქვს კარგი ფასი ექნება.”
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან იაფფასიანი კარტოფილი მოაქვთ, მათი მოსავალი კი რჩება. “სათესლე კარტოფილი 3 ლარად ვიყიდეთ, რამდენად უნდა გავყიდოთ, რომ ხარჯები დავფაროთ და მოგება გვქონდეს. მყიდველები იშვიათად მოდიან. ახლა კარტოფილი 1 ლარი ღირს. გარდა ამისა კარტოფილი წელს ძალიან მალე ფუჭდება.”
იმის შესახებ, თუ როგორ იყიდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილი, რა ფასებია ბაზარზე და როგორი წელი იყო 2022 მეკარტოფიოლეებისთვის, ჩვენ მოსახლეობას ვესაუბრეთ.
იხილეთ ასევე: