სად და რამდენი ტროტუარი გარემონტდება ნინოწმინდაში

სად და რამდენი ტროტუარი გარემონტდება ნინოწმინდაში

უკვე რამდენიმე დღეა, რაც “შპს ემკ გრუპ” სამშენებლო კომპანიამ, ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებს რემონტი დაიწყო.

პროექტის თანახმად უნდა გარემონტდეს 2 384 კვადრატული მეტრის ხუთსანტიმეტრიანი ბაზალტი, 320 კვადრატული მეტრის 10-სანტიმეტრიანი ბაზალტი, 522 კვ. მეტრის ასფალტი და სადრენაჟო არხის 27 მეტრი.

ტროტუარების რემონტი შემდეგ ლოკაციებზე იგეგმება:

  • ჰოვსეფიანის ქუჩის გზაჯვარედინიდან სპანდარიანამდე;
  • ლიბერთი ბანკიდან (ერთი მხარე) კარლ-მარქსის ქუჩამდე;
  • პუშკინის ქუჩის გზაჯვარედინიდან მდინარე აგრი-ჩაიმდე (მაღალსართულიანი შენობის მხრიდან).

სამუშაოების განსახორციელებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი და შეადგენს 479’900 ლარს. ტენდერი კომპანია “შპს ემკ გრუპ”-მა მოიგო 465’182 ლარის შეთავაზებით.

როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. ახლა ძველი ქვაფენილის მოხსნის, დაგეგმარებისა და ამის შემდგომ ბაზალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

Radio NOR · Объемы и локации: где и сколько тротуаров будут отремонтированы в Ниноцминде

ქალაქის მცხოვრებლებმა მადლიერება გამოხატეს დაწყებული რემონტისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ტროტუარების მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას გაადვილებს. ეს აუცილებელი იყო, რადგან ტროტუარები ცუდ მდგომარეობაში იყო და სიძნელეებს უქმნიდა ქვეითებს, განსაკუთრებით წვიმების დროს. მაგრამ მთავარია, რომ რემონტის ხარისხი იყოს მაღალი და გარემონტებულმა ტროტუარმა დიდი ხანი გაძლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო კომპანიამ ხარისხიანად აწარმოოს სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარები სავალალო მდგომარეობაში იყო. ზოგან იყო ორმოები, სადაც წვიმის დროს და მის შემდეგ წარმოიქმნებოდა გუბეები, საიდანაც ფეხით მოსიარულეებს გავლა უჭირდათ.

იხილეთ ასევე: