ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში ახალი მინი-სტადიონის მშენებლობა 2021 წელს იყო დასრულებული. თუმცა სტადიონის ხელოვნური საფარი ძლიერი ქარის გამო, მთლიანად დაზიანებული იყო. სტადიონის მშენებლობას ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მაშინ ტენდერი 56 000 ლარის ოდენობის თანხით მოიგო.
სავალალო მდგომარეობაშია ასევე ქალაქ ნინოწმინდის სპანდარიანის ქუჩაზე მდებარე სტადიონიც, რომელიც გასულ წელს 37 200 ლარის თანხით ზემოთაღნიშნულმა მეწარმემ გაარემონტა.
ამისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა სტადიონების შესახებ ჩვენ სამუსაოების ხელმძღვანელ არმენ ჰოვსეფიანს დაველაპარაკეთ. „სოფელ ოროკალარში მინი-სტადიონის ხელოვნური საფარი ქარმა დააზიანა. ეს ხარვეზები აღმოვაჩინეთ და სტადიონი გავარემონტეთ. ასევე გარემონტდა სოფელ დიდი ხანჩალის მინი-სტადიონი. რაც შეეხება სპანდარიანის ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონს, უნდა ითქვას, რომ ის ავარიული იყო. მე მაქვს ვიდეო, სადაც ბავშვები ტრიალებენ ახლად დამონტაჟებულ კარზე. თუ სტადიონი შენდება, არ აქვს მნიშვნელობა ქალაქში თუ სოფელში, უნდა იყოს მონიტორინგი და მოვლა, თორემ სტადიონს ძალიან მალე შეკეთება დასჭირდება“.
აღსანიშნავია, რომ სპანდარიანის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ღამის ნათურებიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ნათურები, ჰოვსეფიანმა გვიპასუხა: „განათების კუთხით, ჩვენი მხრიდან ხარისხიანი საქმე გაკეთდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მოითხოვებოდა“.
უფრო დაწვრილებით ჩვენს აუდიო მასალაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა ტენდერი ნორაშენის რაიონში მინი-სტადიონის (67 000 ლარი) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში დიდი სტადიონის (76 000 ლარი) მშენებლობაზე გამოაცხადა.
Մանրամասներ քաղաք Նինոծմինդայի Նորաշեն թաղամասում մինի մարզադաշտի կառուցման ծրագրի վերաբերյալ by Radio NOR on Scribd
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს კვლავ რაზმიკ ღუმაშიანის საკუთრებაში არსებული სამშენებლო კომპანია ახორციელებს.
Մանրամասներ Նինոծմինդայի շրջանի Սաղամո գյուղի մեծ մարզադաշտի կառուցման ծրագրի վերաբերյալ by Radio NOR on Scribd
მოკლედ მეწარმის შესახებ
2011 წლის ზაფხულში რაზმიკ გუმაშიანი დარეგისტრირდა როგორც ინდივიდუალური მეწარმე (TIN 32001006038). კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 23 ტენდერში, მოიგო 12 ტენდერი და წააგო 9 ტენდერში. სტატისტიკის მიხედვით, რაზმიკ ღუმაშიანი ყოველთვის თანამშრომლობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტთან. რაზმიკ გუმაშიანი ასევე ითვლება შპს „შინარარ 2007“-ის აქციონერად. იურიდიული მისამართი: საქართველო, ნინოწმინდა.