ქალაქ ნინოწმინდაში სავარჯიშო ტრენაჟორები მონტაჟდება

ქალაქ ნინოწმინდაში სავარჯიშო ტრენაჟორები მონტაჟდება

ნინოწმინდაში დაიწყეს სავარჯიშო ტრენაჟორების დამონტაჟება.

ტრენაჟორების შესაძენად და მონტაჟისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 33 000 ლარი გამოიყო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად გარე ფიტნეს აღჭურვილობის შესყიდვა-მონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი თანხა და 187 000 ლარს შეადგენს.

ტენდერი სამშენებლო კომპანია შპს მეგობრობა-5-მა 159 729 ლარის ოდენობით მოიგო. ტრენაჟორების დამონტაჟების თანხა შეადგენს 27 388 ლარს. მაგრამ ზამთრის სიცივეებისა და უამინდობის გამო სამუშაოები გადადებული იყო და რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კომპანიის დირექტორის თქმით, თუ ხელსაყრელი ამინდი იქნება, სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

სავარჯიშო მოედანი არაოფიციალური ბაზრობის ადგილზე, კარლ მარქსის ქუჩაზე პურის საცხობი შენობის გვერდით იქნება. პროექტის მიხედვით, დამონტაჟდება 9 სიმულატორი.