მინი ფეხბურთის სასკოლო ტურნირში “ფოკის” გუნდმა გაიმარჯვა

მინი ფეხბურთის სასკოლო ტურნირში “ფოკის” გუნდმა გაიმარჯვა

გუშინ, 4 ოქტომბერს, ქალაქ ნინოწმინდის “ჭოჭაშენის” მინი სტადიონზე სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო. ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ნინოწმინდაში სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

დღეს სასკოლო ტურნირი დასრულდა, რის შედეგადაც “განძის” გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა და “პატარა გონდრიოს” გუნდს 3-1 მოუგო.

სოფელ ფოკისა და ნინოწმინდის #3 სკოლის გუნდები ფინალში გავიდნენ, სადაც “ფოკამ” მოიპოვა გამარჯვება და პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული “ფოკის” გუნდი კი მერიის თასი.