ტურიზმის განვითარება ჭაობებში. რეალობის ერთადერთი სახე

ტურიზმის განვითარება ჭაობებში. რეალობის ერთადერთი სახე

მადათაფის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შედის და საქართველოში გადამფრენი ფრინველებით სავსე ტბათაგან ერთ-ერთია. სხვა დაცული ტერიტორიების მსგავსად, მადათაფაც სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის ხელშემწყობ ერთ-ერთ ძეგლს წარმოადგენს. თუმცა რეალობა სულ სხვაა: ტურიზმი ჭაობებში ვითარდება.

საქმე იმაში, რომ რადიო NOR-ი არაერთხელ უბრუნდებოდა ტბაში წყლის დონის დაკლების საკითხს. შესაბამისი უწყებები არაერთხელ გასცემდნენ დაპირებებს იმის შესახებ, რომ საკითხი განიხილება და მოგვარდება, გამოცხადდება ტენდერი დაზიანებული წყლის დამბის შესაკეთებლად. ტენდერები ცხადდება, თუმცა მონაწილეობას არავინ იღებს, სხვა მეთოდები კი არ გამოიყენება, ეტლი ადგილიდან არ იძრება. მხოლოდ დაპირებები გაიცემა. დაპირებები, რომლებიც ჭაობებზე იწერება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტბაში ახალი კუნძული გაჩნდა, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება და იზრდება. მანამდე ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

არაერთხელ მოგვისმენია განსხვავებული მოსაზრებები ტბის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ NOR-მა ადრე ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტური კვლევა ჩაატარა ტბის დაჭაობების მიზეზებსა და შედეგებზე, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ.

ხანდახან კი გვესმის, რომ ტბა ამ სეზონზე წვიმების სიმცირის გამო შრება. ეს აზრი რადიო NOR-ის დაკვირვებებს არ ემთხვევა. რატომ?

ფაქტი 1

ტბა ძირითადად გაზაფხულზე მდნარი თოვლისა და წვიმების წყლებით საზრდოობს. თუ წყლის დამბა შეკეთდება, წყლის საკმარისი რაოდენობის დაგროვება იქნება შესაძლებელი და ტბაში ყველაზე მშრალ დროსაც კი იქნება წყალი.

მცირე პრობლემების გადაჭრის შეუძლებლობა საბოლოოდ კატასტროფამდე მიგვიყვანს და ტბა უკვე ამ კატასტროფის ზღვარზეა. რატომ?

ფაქტი 2

ერთ-ერთი კატასტროფა უკვე მოხდა. ტბის წყლის დაბალი დონის გამო, იქ არსებული ერთადერთი თევზის სახეობა, კობრი, გადაშენების პირასაა. ამის შესახებ ტბასთან მცხოვრები სოფლების მოსახლეობამაც კი იცის.

რადიო NOR-მა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური წერილით მიმართა, საიდანაც პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე ჯერ მივწერეთ, რომ მათ პასუხს ველოდებოდით, რის შემდეგაც ჩვენ ტელეფონის ნომერი მოგვწერეს და დარეკვა გვთხოვეს. ამ ნომერზე ზარი არ გავიდა. აქედან იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სტრუქტურები არ მოქმედებენ და პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ტბას, რადიო NOR-მა არაერთი დასკვნა გამოიტანა, წლები და უშედეგოდ გასული დრო კი ადასტურებს ჩვენს დასკვნებს. ამავდროულად რადიო NOR-ი გააგრძელებს ტბის დაჭაობების წინააღმდეგ ბრძოლას და დროდადრო გააშუქებს ტბასთან დაკავშირებულ ახალ პრობლემებს.

ამასთან დაკავშრებით, შეგიძლიათ ასევე იხილოთ: